ზოგადი წესები :
1. ჩვენი სერვისით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებს.
2. აღნიშნული წესები წარმოადგენს Luxserv -ს ოფიციალურ სამომხარებლო წესებს და მათი დაცვა სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის..
3. წესების დაღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას და თავად გადაწყვიტავს ნებისმიერ საკითხს
სერვერის - შეკვეთა / მფლობელი / გაუქმება :
1. მომხმარებლის მიერ სერვერის შეკვეთა ხდება მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით.
2. სერვერის მფლობელად ავტომატურად ითვლება პიროვნება ვინც პირველადი შეკვეთა გააკეთა სერვერზე.
3. მფლობელს შეუძლია თავისი სურვილისამებრ სერვერის: გაყიდვა - გაუქმება.
4. ასევე შესაძლებელია სერვერის მფლობელის შეცვლა ( გადაფორმება ).
5. სერვერის პარამეტრები, ადმინ პანელი და FTP -ანგარიში გაიცემა მხოლოდ სერვერის მფლობელზე.
6. სერვერის პარამეტრების რედაქტირება ხდება მხოლოდ სერვერის მფლობელის მოთხოვნით.
7. სერვერის გაყიდვის დროს აუცილებელია მიმდინარე მფლობელმა მოახდინოს Luxserv - ადმინისტრაციის ინფორმირება და გადაფორმდეს სერვერი ახალ მფლობელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში Luxserv - ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
სერვერის მოხმარების პირობები:
1. სერვერზე სასტიკად აკრძალულია ბოტების გამოყენება. ( გარდა სპეციალური პლუგინისა, რომელიც მოიცავს 3 სპექტატორს )
2. დაუშვებელია სერვერის წაშლა GameTracker.com - ს რეიტინგიდან.
3. სერვერზე აკძალულია პორნოგრაფიის, ეროტიკის და სხვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული მასალების განთავსება.
4. დაუშვებელია სერვერზე გადამისამართების დაყენება და სხვა სერვერზე პორტირება მომხმარებლების.
5. Luxserv - ადმინისტრაცია არ ერევა სერვერების მფლობელების და მათ შიდა საქმიანობაში, აქედან გამომდინარე პრეტენზიები კონკრეტული ადმინის ან ადმინისტრატორების მიმართ არ განიხილება. ( მათ შორის, არც ადმინის გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები )
6. სერვერის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს რამდენჯერმე ( მაქსიმუმ 2-3 ჯერ ) თავისი სერვერის პარამეტრების შეცვლა, მაგალითად: ადმინ პანელის ან FTP - ანგარიშის.
7. სერვერის მფლობელს ასევე შეუძლია სერვერის გაყიდვის დროს ( კონკრეტული მისამართის ) გადაიხადოს მხოლოდ სერვისის - ჰოსტინგის საფასური, ხოლო დანარჩენი თანხა სარგებლის სახით დაიტოვოს.
8. სერვერის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში Luxserv -ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ჩამოართვას სერვერი მიმდინარე მფლობელს და მოახდინოს სერვერის მისამართის სხვაზე რეალიზაცია. ( სერვისის - ჰოსტინგის დავალიანების დაფარვის მაქსიმალური ვადაა 3 დღე )
9. Luxserv -ს ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს სერვერის მფლობელისგან, ნებისმიერი პლაგინის თუ მოდულის ან სხვა ტექნიკური საკითხის - შეცვლა, გაუქმება და სხვა...
10. Luxserv -ს ადმინისტრაციას აქვს უფლება, სამომხმარებლო წესების დამრღვევი პირის თუ სერვერის მფლობელის მიმართ, გაატაროს ნებისმიერი სახის მოქმედება და გადაწყვეტილება. ( მათ შორის - სერვერის ჩამორთმევა, სერვერის თანხის დაკავება, სრულ ჰოსტინგზე ბანის დადება და სხვა.. )